Saturday, March 9, 2013

ეკოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში


ეკოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში

სასწავლო პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა.

პროექტი ეკოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში ხელს შეუწყობს იმ უნარ - ჩვევების დაუფლებას, რომლებიც მათ გარემოს დაცვისა და ღირსეული საზოგადოების განვითარებაში დაეხმარებათ. მიღებული ცოდნას პრაქტიკულად განახორციელებენ ყოფა-ცხოვრებაში.

სასწავლო პროექტის მიზნები.

·         მოსწავლე დაგეგმავს  და მონაწილეობას მიიღებს სასკოლო პროექტში-ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად;
·         მოსწავლეები დაეუფლებიან ადგილობრივი ბოსტნეული კულტურების ბიო-მეთოდით მოყვანას;
·         მოსწავლეები განივითარებენ შრომით უნარებს: შრომითი ინვენტარის სწორი ფა უსაფრთხო გამოყენება, მშრალი და სველი წესით მორწყვა, თესვის ვადების დაცვა, კულტურათა მონაცვლეობა;
·         ადგილობრივი გარემოსადმი სწორი საეგებლობის დამოკიდებულება-მისი მდგრადობის შესანარჩუნებლად;
·         სასწავლო პროექტი სასწავლო ეროვნული გეგმის შემდეგ მოთხოვნებს/სტანდარტებს პასუხობს: ბუნ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება; ბიოლ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანისთვის; ბიოლ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში; ბიოლ.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

·         პროექტში მონაწილეთა ასაკი- 13-16წწ.-მოსწავლეები, სხვადასხვა ასაკი-მშობლები.

·         პროექტის ხანგრძლივობა-(მარტიდან ოქტომბრამდე).

·         მისაღწევი შედეგები: მოიპოვებს მასალას ადგილობრივ გარემოში მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნების შესახებ და გაანაწილებს შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულებში დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით;
·         ბუნებაში გასვლისას ამოიცნობს ორგანიზმებს სათანადო ლიტერატურის დახმარებით;
·         მოიპოვებს ინფორმაციას არასწორი კვების შედეგად -კერძოდ შხამ-ქიმიკატებით პესტიციდებით, ჰერბიციდებით და ფუნგიციდებით დამუშავებული პროდუქტების მიღებით-მოსალოდნელი დარღვევების შესახებ;
·         დაამყარებს კავშირებს ეკოსისტემის კომპონენტებს შორის,გამოიკვლევს გარემო ფაქტორების გავლენას ფოტოსინტეზის პროცესზე, მოსწავლე იმსჯელებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

მოსწავლეთა წარმატებების დადგენა-          მონიტორინგის გზით-  ჯგუფური შეფასების რუბრიკით.

დაკვირვების და ანალიზის ობიექტი  -     ათვისებული ეკოლოგიური უნარ-ჩვევები(პრეზენტაცია, წერითი სამუშაო, სადიაგნოსტიკო და პროექტის განმავლობაში  მიღებული ტესტების შედარება).

შეფასების  კრიტერიუმები- თანამშრომლობა, ისტი-ს გამოყენება, მოძიებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება.

წინასწარი ცოდნა-ისტი-ს გამოყენება,მოძიებული ინფორმაციის დამუშავება, შრომითი უნარები.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები- ისტ მასალა ბიო-მეთოდის შესახებ, ბიოლაბორატორიების გამოცდილება, საკანცელარიო მასალა, შრომითი ინვენტარი, ადგილობრივ კულტურათა თესლეული.

სასწავლო პროექტის მსვლელობა:
·         საპროექტო თემის შერჩევა;
·         პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა;
·         პროექტში მშობლების ჩართვა;
·         საპროექტო ჯგუფების ჩამოყალიბება;
·         ჯგუფებში მოვალეობების გადანაწილება;
·         შრომითი ინვენტარის მოგროვება;
·         ბიომეთოდის გაცნობა;
მეტასეილიუსი
·         სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დამუშავება;
·         კულტურათა დათესვა და ბიომეთოდით მოვლა;
·         პროდუქტის და მიღებული ინფორმაციის პრეზენტაცია.



დაზიანებული პამიდორი
აბლაბუდიანი ტკიპა