ეკოლოგიური უნარ-ჩვევების
განვითარება მოსწავლეებში
სასწავლო პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა.
პროექტი ეკოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში
ხელს შეუწყობს იმ უნარ - ჩვევების დაუფლებას, რომლებიც მათ გარემოს დაცვისა და ღირსეული
საზოგადოების განვითარებაში დაეხმარებათ. მიღებული ცოდნას პრაქტიკულად განახორციელებენ
ყოფა-ცხოვრებაში.
სასწავლო პროექტის მიზნები.
·
მოსწავლე დაგეგმავს და მონაწილეობას მიიღებს სასკოლო პროექტში-ჯანსაღი
ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად;
·
მოსწავლეები დაეუფლებიან ადგილობრივი ბოსტნეული კულტურების
ბიო-მეთოდით მოყვანას;
·
მოსწავლეები განივითარებენ შრომით უნარებს: შრომითი
ინვენტარის სწორი ფა უსაფრთხო გამოყენება, მშრალი და სველი წესით მორწყვა, თესვის ვადების
დაცვა, კულტურათა მონაცვლეობა;
·
ადგილობრივი გარემოსადმი სწორი საეგებლობის დამოკიდებულება-მისი
მდგრადობის შესანარჩუნებლად;
·
სასწავლო პროექტი სასწავლო ეროვნული გეგმის შემდეგ მოთხოვნებს/სტანდარტებს
პასუხობს: ბუნ.VII.7. მოსწავლეს
შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება; ბიოლ.VIII.9.
მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანისთვის;
ბიოლ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ურთიერთკავშირი
ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების
როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში; ბიოლ.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს გარემო
ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
·
პროექტში მონაწილეთა ასაკი-
13-16წწ.-მოსწავლეები, სხვადასხვა ასაკი-მშობლები.
·
პროექტის ხანგრძლივობა-(მარტიდან ოქტომბრამდე).
·
მისაღწევი შედეგები: მოიპოვებს
მასალას ადგილობრივ გარემოში მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნების შესახებ და გაანაწილებს
შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულებში დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით;
·
ბუნებაში გასვლისას ამოიცნობს ორგანიზმებს სათანადო
ლიტერატურის დახმარებით;
·
მოიპოვებს ინფორმაციას არასწორი კვების შედეგად -კერძოდ
შხამ-ქიმიკატებით პესტიციდებით, ჰერბიციდებით და ფუნგიციდებით დამუშავებული პროდუქტების
მიღებით-მოსალოდნელი დარღვევების შესახებ;
·
დაამყარებს კავშირებს ეკოსისტემის კომპონენტებს შორის,გამოიკვლევს
გარემო ფაქტორების გავლენას ფოტოსინტეზის პროცესზე, მოსწავლე იმსჯელებს ეკოლოგიურად
სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
მოსწავლეთა წარმატებების
დადგენა- მონიტორინგის
გზით- ჯგუფური შეფასების რუბრიკით.
დაკვირვების და
ანალიზის ობიექტი - ათვისებული ეკოლოგიური უნარ-ჩვევები(პრეზენტაცია,
წერითი სამუშაო, სადიაგნოსტიკო და პროექტის განმავლობაში მიღებული ტესტების შედარება).
შეფასების კრიტერიუმები- თანამშრომლობა,
ისტი-ს გამოყენება, მოძიებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება.
წინასწარი ცოდნა-ისტი-ს
გამოყენება,მოძიებული ინფორმაციის დამუშავება, შრომითი უნარები.
სასწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსები- ისტ მასალა ბიო-მეთოდის შესახებ, ბიოლაბორატორიების
გამოცდილება, საკანცელარიო მასალა, შრომითი ინვენტარი, ადგილობრივ კულტურათა თესლეული.
სასწავლო პროექტის
მსვლელობა:
·
საპროექტო თემის შერჩევა;
·
პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა;
·
პროექტში მშობლების ჩართვა;
·
საპროექტო ჯგუფების ჩამოყალიბება;
·
ჯგუფებში მოვალეობების გადანაწილება;
·
შრომითი ინვენტარის მოგროვება;
·
ბიომეთოდის გაცნობა;
·
კულტურათა დათესვა და ბიომეთოდით მოვლა;
·
პროდუქტის და მიღებული ინფორმაციის პრეზენტაცია.